24-ე ტური-ლიდერთა წარმატებული მატჩები
ლიგა 3-ში სატურნირო ცხრილის მიხედვით უცვლელი მდგომარეობაა - ცხრილს ხუთქულიანი ჰანდიკაპით, კვლავ მყარად ლიდერობს სკ. „ზუგდიდი“, რომელმაც გასვლაზე აუტსაიდერი, წყალტუბოს „სამგურალი 2“ – 4:3 დაამარცხა, თუმცა აღნიშნული მატჩი დრამატულად წარიმართა და განსაკუთრებით მეორე ტაიმში შეიცვალა ყველაფერი.
ბოლო წამამდე გამარჯვებისთვის – ჩხეტიანი ,,ლუდოგორეცთან" ბოლომდე ბრძოლას გვპირდება
ტორპედო ლუდოგორეცთან საბრძოლველად ემზადება
დღეს ქუთაისის ,,ტორპედო“ ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში რაზგრადში, "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა გულშემატკივრებს ,,სილქ უნივერსალზე" შეეძლებათ.
ეფროპა ლგის პლეი-ოფის პირველ თამაშში "ტორპედო" - "ლუდოგორეცთან" მინიმალური ამგარიშით დამარცხდა. (0:1)
ამ მატჩის მიმართ დიდი მოლოდინი იყო ქართულ საზოგადოებაში, ამაზე მეტყველებდა სტადიონზე შეკრებილი თითქმის 20 000 მაყურებელიც, თამაშისთვის საფეხბურთო გარემოს შექმნაში გულშემატკივარს არ დაუზოგავს თავი, აქედან გაამომდინარე ძალიან კარგ ატმოსფეროში მოუწიათ თამაში ფეხბურთელებს.
დიდი 10 | 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე ორ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება. გუნდებმა ახალი სეზონისთვის შემადგენლობები უკვე დააკომპლექტეს და მზადების დასკვნით ეტაპს გადიან.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 40-მდე გადასვლა განხორციელდა, რაც 2,5-ჯერ ნაკლებია შარშანდელი ტრანსფერების რაოდენობაზე. სამშობლოში დაბრუნდა 5 ლეგიონერი. ყველაზე მეტი - 8-8 მოთამაშე დაკარგეს გორის "ჯიქმა" და თბილისის "არმიამ". მხოლოდ თითო-თითო მოთამაშემ დატოვა თბილისის "ლელო-სარასენსი" და "ბათუმი". ყველაზე მეტი - 6 მოთამაშე დაიმატა "ბათუმმა", ხოლო რუსთავის "ხარებმა" ყველაზე ცოტა - 1.
გურამ კაშიას უეფამ EqualGame ჯილდო გადასცა.
22 აგვისტოს ცნობილი გახდა რომ, საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანს და წარსულში ჰოლანდიის კლუბ "ვიტესის" კაპიტანს, გურამ კაშიას, #EqualGame-ს ჯილოდოს 30 აგვისტოს, მონაკოში, უეფას ჩემპიონთა ლიგის, ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე გადასცემენ.
ფეხბურთელი ამჟამად აშშ-ში "სან ხოსეს" ღირსებას იცავს.