ესპანეთიდან საქართველოში
ცოტა არ იყოს პარადოქსია – როცა ბევრი ქართველი საფეხბურთო კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე ოცნებობს და ანაზრაურების გამო, ძირითადად არასაფეხბურთო ქვეყნებში ,,გარბის“ სათამაშოდ, 19 წლის ახალგაზრდა ნახევარმცველი ილია ახვლედიანი ხუთწლიანი ესპანური კარიერის შემდეგ სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა. ზაფხულის შესვენებისას, ამპლუით მარჯვენა ნახევარმცველი ეროვნული ლიგა 2–ის ბინადარ წყალტუბოს ,,სამგურალში“ ჩაირიცხა და ორიოდე დღის წინ საქართველოს ჩემპიონატში დებიუტიც ჰქონდა. ,,გაგრასთან" შეხვედრაში 70-ე წუთზე ჩაერთო თამაში და საკმაოდ აქტიურიც იყო.
გოლების წვიმა კუკეშთან
,,ტორპედომ" ,,კუკეში" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ქუთაისის ,,ტორპედომ" ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ალბანური ,,კუკეში" დიდი ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
ანგარიში მე-2 წუთზე გიორგი კუხიანიძემ გახსნა, რომელმაც მე-15 წუთზე დუბლი გაიფორმა.
ნინო ხუციბერიძის სერბული ოქრო
ნოვი სადში მიმდინარე სერბეთის "დიდ პრიზზე" წარმატებით იასპარეზა ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ, რომელმაც 567 ქულით ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
"ტორპედოელები", "კუკეშთან" თამაშს, 5 დღიან ომში, რუსი აგრესორების მიერ დაღუპულ ჯარისკაცების ხსოვნას მიუძღვნიან
თბილისში, უეფას საკვალიფიკაციო ეტაპის, წინასამატჩო პრესკომფერენციაზე, ქუთაისის "ტორპედო"-ს მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი და კაპიტანი, როინ კვასხვაძე, საზოგადოებასთან 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი მაისურებით წარსდგნენ.
"მართვე" - ,,გრონიკთან" უშანსოდ დამარცხდა
საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ქუთაისის „მართვე“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში პოლონურ ,,გრონიკთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა.