ნაკრებს მიღმა დარჩენილმა კანთელაძემ ლიტვაში ოქროს მედალი მოიპოვა
17–19 აგვისტოს ლიტვის ქალაქ ტრაკაიში ჩატარდა ლიტვის ღია საერთაშორისო ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში, სადაც მონაწილეობას იღებდა ევროპის 6 ქვეყანა: ლიტვა, ლატვია, ბელორუსი, ფინეთი, პოლონეთი და საქართველო. ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა ქუთაისელმა სპორტსმენმა გიორგი კანთელაძემ, რომელმაც მსუბუქ წონაში ლიტველ მეწყვილესთან ერთობლივი ეკიპაჟით, ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით მედალი მოიპოვა.
"ტორპედო" - "ლუდოგორეცის" საფეხბურთო მატჩის ტრანსლიაცია "სილქ უნივერსალზე" შედგება
23 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხზე, გაიმართება "ტორპედოსა" და "ლუდოგორეცის" ევროპა ლიგის საპლეიოფო მატჩი, ამ მატჩთან ტრანსლირებასთან დაკავშირებით ქუთაისის ტორპედოს ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რასაც "ინფო-ქუთაისი" უცვლელად გთავაზობთ:
პირველი არხი "ტორპედო" - "ლუდოგორეცის" მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
23 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხზე ქუთაისის "ტორპედო" მორიგ საერთაშორისო მატჩს ჩაატარებს ბულგარეთის საფეხბურთო კლუბი „ლუდოგორეცი“, ამ მატჩის ტრანსლირებასთან დაკავშირებით პირველი არხის განცხადებას ავრცელებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ.
ბიერის ალბანური იერი – "ტორპედო" მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს!
ქუთაისის ,,ტორპედოს" ოფიციალური ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქუთაისური გუნდი ,,კუკესთან" გუშინდელი შეხვედრის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს. ტორპედოელები შვეიცარიელ არბიტრ ალენ ბიერს მათ კარში დანიშნულ ორ საეჭვო პენალტს და ორ არჩათვლილ გოლს ედავებიან.
ტორპედო ისტორიის წერას აგრძელებს – პირველად ევროპალიგის პლეი ოფში
ქუთაისის ,,ტორპედო" ისტორიაში პირველად გავიდა ევროპალიგის პლეი ოფში. კახა ჩხეტიანის გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ალბანურ ,,კუკესთან"სტუმრად 0:2 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში (5:4) შემდეგ ეტაპზე სწორედ ,,ტორპედო" გავიდა.