ქუთაისის სპორტის სასახლის წინ ოლიმპიური ჩემპიონების – მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის ბიუსტები გაიხსნა
6 ოქტომბერს ქუთაისში, სპორტის სასახლის წინ ოლიმპიური ჩემპიონების – მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის ბიუსტები გაიხსნა. აღნიშნულ დღეს ქალაქში სპორტისა და ოლიმპიზმის დღე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სპორტის სასახლის წინ ცნობილი ქართველი კალათბურთელების ბიუსტების განთავსება.
ოქროს გოგონები!
30 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ქუთაისის გოგონათა ჰოკეის გუნდი ,, უქიმერიონი" 1988 წელს ახალგაზრდებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდნენ. მაშინ ქუთაისური გუნდის ესოდენ დიდი წარმატება დიდი სენსაცია იყო. თუმცა, ქართული გუნდის ჩემპიონობას თავისი ობიექტური წინაპირობა ჰქონდა.
აიას ჭაბუკებმა ირლანდიელი თანატოლები დაამარცხეს
დღეს ,,აია არენას“ სათადარიგო მოედანზე საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, ქუთაისის ,,აიას“ 16 წლამდელთა გუნდმა დუბლინის RFC U16–ს უმასპინძლა. ირლანდიური გუნდი საქართველოში ,,აიასა“ და საქართველოს ნაკრების ვეტერანი მორაგბის ნიკა აბდალაძის ინიციატივით ჩამოვიდა.
დღის ფოტო "ირლანდია - Georgia"
ფოტო გადაღებულია, ქუთაისში "აია არენაზე" აია"-ს ჭაბუკებსა და ირლანდიის "coolmin" ჭაბუკებს ამხანაგურ შეხვედრაზე.
გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონია!
2014 წლის შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა პირველად მოიპოვა ოქროს მედალი. ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალამდე თუშიშვილმა რუმინელ, უკრაინელ, ჰოლანდიელ და მონღოლ ძიუდოისტებს სძლია.