დღეს საქართველო ანდორას დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩს ანდორას წინააღმდეგ დინამო არენაზე 13 ოქტომბერს ჩაატარებს.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა
საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე–9 ტურში სტუმრად ფინეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა.
გია ცეცაძის გუნდი თავიდანვე შმტევ ფეხბურთს თამაშობდა და მეტოქის ნახევარზე დიდ დროს ატარებდა, მაგრამ ქართველთა შეცდომას მე–19 წუთზე ლასი ლაპანაინენის გოლი მოჰყვა–1:0
61–ე წუთზე ფინელებს უპირატესობის გაზრდის 100 %–იანი შანსი მიეცათ. მსაჯმა ფინელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც საკუ ლიატუპამ შეასრულა, თუმცა, ლუკა გუგეშაშვილმა ულამაზეს ნახტომში მეტოქის დარტყმულის მოგერიება შეძლო, რის შემდეგაც ბურთი ძელსაც მოხვდა.
75–ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. გიორგი კოხრეიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი. ბექა მიქელთაძემ ზუსტად შეასრულა 1:1
გამარჯვების გოლი 87–ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა, რომელიც ცვლილებაზე 20 წამის შესული იყო. "ჩიხურას" შემტევმა ლამაზი და სწრაფი მოძრაობით ფინელი მცველები ჩამოიშორა და უძლიერესი დარტყმით ფინელთა კარში 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა
საქართველოს ნაკრები ქვეჯგუფში 12 ქულით მე–3 ადგილზეა და ბოლო ტურში სტუმრად ოლონეთის 21 წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.
პირველი ოქრო ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე ბუენოს აირესში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 60 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ნინო ხუციბერიძემ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ბუენოს აირესში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ნინო ხუციბერიძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქუთაისელმა ჩუბინმა ოლიმპიადაზე გამოსვლა 196.5 ქულით დაასრულა.
გურამ მელიქიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში
6-7 ოქტომბერს ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ მელიქიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში 2003-2005 წლებში დაბადებულთა შორის.