კორიდორი ჩემპიონებს და ფრე საბურთალოსთან
ქუთაისის ,,ტორპედომ" ეროვნული ლიგა 2-ის 34-ე ტურის მატჩში ,,საბურთალოს" უმასპინძლა და ქვეყნის ახალ ჩემპიონთან ფრე 0:0 ითამაშა. შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა ერთმანეთს ლამაზი ჟესტით მიულოცეს რამდენიმე დღის წინ მოპოვებული ტიტულები.
საქართველომ ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ეტონეთის ნაკრები 80:73 დაამარცხა.
ტორპედო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელია
25 ნოემბერს, ბათუმში ანგისას სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. ტიტულისთვის ერთმანეთს ეროვნული ლიგის წარმომადგენელი, ქუთაისის „ტორპედო“ და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი, „გაგრა“ დაუპირისპირდნენ. ფინალური მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და „ტორპედოს“ გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო, ფრედ 2:2 მორჩა, გამარჯვებული კი, პენალტების სერიაში გამოვლინდა.
საქართველომ სამოას საოცარი მატჩი შემოუტრიალა – 3:19 დან ლამაზ გამარჯვებამდე!
დღეს საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტმატჩის მეორე შეხვედრა გამართა. მილტონ ჰეიგის გუნდმა სამოას ნაკრები მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 27:19 დაამარცხა. პირველ ტაიმში განვითარებული მოვლენები ბორჯღალოსნებს კარგს არაფერს უქადდა. მართალია, თედო აბჟანდაძემ მე–3 წუთზე საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ ამის შემდეგ სამოელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ეს ანგარშზეც აისახა.
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალშია!
16 ოქტომბერს, რიგის „დაუგავას“ სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიის წინააღმდეგ ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა გამართა. მატჩი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.